France eliminated from World Cup; Latvia, Germany, Montenegro, Canada,  Lithuania reach Round 2 | AP Newsფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეორე ტურის მატჩები დაიწყო და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასული რამდენიმე გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა.

D ჯგუფში ასეთი ლიეტუვა და მონტენეგროა. ბალტიისპირელებმა დღეს მექსიკა გაანადგურეს – 96:66, ხოლო მონტენეგრომ 98:74 ეგვიპტეს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ბოლო ტურში შეხვდებიან.

H ჯგუფიდან კი კანადა და ლატვია გავიდნენ. ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო მეორე ბალტისპირული გუნდის გასვლა. ლატვიელებმა ვარსკვლავებით დახუნძლულ ფრანგებს დაძაბულ ბრძოლაში 88:86 მოუგეს და ჯგუფში ჩატოვეს. საფრანგეთი ფავორიტიც იყო და ამ სტატუსს სამი მეოთხედი ამართლებდა კიდეც, მაგრამ ბოლო 10-წუთეული 14 ქულით წააგეს და მედლებზე ფიქრს ნაადრევად დაემშვიდობნენ. კანადამ კი ისევ მარტივად მოიგო – 128:73 ლიბანი დაამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ერთბაშად 9 კანადელი გადაცდა 10-ქულიან ზღვარს.

Discipline key in Dominican Republic's FIBA stunner vs Italy, says  Karl-Anthony Towns | GMA News OnlineE ჯგუფიდან, რომელზეც საქართველოს ნაკრების ჯგუფი გადის, უკვე გავიდა გერმანია, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დღეს ავსტრალია დაამარცხა – 85:82. გერმანელებს დენის შრიოდერმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულას და 8 პასს მოუყარა თავი. აი, ავსტრალიას და კი საბრძოლველი აქვს. მომავალ ტურში მასპინძელ იაპონიას ეთამაშებიან და გამარჯვებული მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. იაპონიამ, თავის მხრივ, დღეს ფინეთს მოუგო. არადა, ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულას აგებდა, თამაში კი ამდენივე ქულით მოიგო – 98:88.

ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია A ჯგუფში, სადაც დომინიკანებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს – 87:72. ანგოლამ კი, 80:70 ფილიპინებს აჯობა და მედლებისთვის ბრძოლას ჩამოაშორა. ფილიპინელებს კარის გაჯახუნება შეუძლიათ, თუ ბოლო ტურში იტალიას მოუგებენ და ანგოლა დომინიკებთან წააგებს. თავის მხრივ, შესაძლოა, ამ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფი დომინიკები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ანგოლასთან წააგებს და იტალია ფილიპინებს მოუგებს. მოკლედ, აქ ბოლო ტურს უნდა დაველოდოთ…

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს კიდევ ოთხი ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველო სლოვენიას ეთამაშება. მატჩი 15.30 საათზე დაიწყება.