ისტორიული დებიუტი შედგა – საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპო ვერდეს ნაკრები 85:60 დაამარცხა.
ანგარიშის შემხედვარე, კაცი ვერ იტყვის, რომ დაამარცხა – ამას უფრო განადგურება ეთქმის. ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ დასაწყისში ჩამორჩა, მაგრამ პირველი მეოთხედის შუაწელიდან მოყოლებული აკრიფა და შესვენებამდე გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო.
ჩვენებმა მესამე მეოთხედიც კარგად ჩაატარეს და აფრიკელებს მხოლოდ ბოლო 10-წუთეულში გაატანეს 10 ქულა…
ქართველმა კალათბურთელებმა მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს, ამასთან ისე, რომ ცუდს ვერაფერს ვიტყვით. ზუროსმა სადებიუტო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ყველას მისცა. მათგან მხოლოდ კახა ჯინჭარაძემ ვერ მოახერხა ქულის აღება. დანარჩენები კი, ამ კუთხითაც ისტორიაში შევიდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტით ზუროსის გუნდში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი (10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) იყო; ჩინებული მატჩის ჩაატარეს თორნიკე შენგელიამ (16 ქულა, 7 მოხსნა) და გოგა ბითაძემ (15 ქულა, 11 მოხსნა), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა; სათადარიგოთა სკამიდან კარგად ჩაერთო თამაში დუდა სანაძეც (12 ქულა); გარჯას სხვა კალათბურთელებსაც არ დავუკარგავთ