წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამე იიკპე დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში „ტიჰად დე კასაბლანკასა“ და „ხემისეტში“ თამაშობდა. „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამეს, 39-ნომრიანი მაისურა გადასცა და კოტდივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა.

„მიხარია, რომ „სამგურალს“ შემოვუერთდი. გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვეცდები, საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს დავეხმარო. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. აქ რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ქართული გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ“, – განაცხადა იიკპემ.