Rafa Mir of Sevilla FC scores a penalty in a shootout during the UEFA Super Cup 2023 match between Manchester City FC and Sevilla FC at Karaiskakis...სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირაღა დარჩა და ისეთი პირი უჩანდა, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სწორედ ამ კვირაში შეიძენდა ახალ ფეხბურთელს. უფრო სწორედ, „ჩეები” სწორედ ახლა აპირებდნენ სატრანსფერო საქმიანობის ყოველმხრივ გააქტიურებას: ისინი ერაი კომერტისა და მარკოს ანდრეს გაყიდვას ელიან და რაფა მირს ყიდვას აპირებენ. თავის მხრივ რაფა მირი დარწმუნებული იყო, რომ მის „მესტალიაზე” გადასვლას წინ აღარაფერი ედგა. წერენ, რომ რამდენიმე დღის წინ ის და მისი ოჯახი ვალენსიაში ნახეს კიდეც.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, რაფა მირთან დაკავშირებით „სევილიასა” და „ვალენსიას” შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო, მაგრამ სევილიელებს გაახსენდათ, რომ ეკონომიკური პრობლემები აქვთ და როგორც ჩანს გადაწყვიტეს ცაიტნოტით ესარგებლათ. მათ გამოაცხადეს, რომ რაფა მირს აღარ ყიდიან, რითაც თავად ფეხხბურთელიც გააოცეს და „ვალენსიაც” პრობლემის წინაშე დააყენეს. ვალენსიური გაზეთები წერენ, რომ ამ დღეებში გამოჩნდება მართლა თავისთვის უნდა „სევილიას” თავდამსხმელი თუ მაზანდას წევს.

რაფა მირი 26 წლისაა. ის 2021 წლიდან „სევილიაში” თამაშობს. 2018-21 წლებში მირი ინგლისურ „ვულვერჰემპტონს” ეკუთვნოდა, თუმცა იჯარის წესით ხან „ლას პალმასში” გამოდიოდა, ხან „ნოტინგემ ფორესტში” და ხანაც „უესკაში”. კარიერა კი კარტახენელმა თავდამსხმელმა „ვალენსიაში” დაიწყო.