„ფროზინონესთან” პირველ ტურში სტუმრად 3:1 გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი” კვირას „სასუოლოს” მასპინძლობს. ახალ სეზონში ეს იქნება იტალიის ჩემპიონის პირველი თამაში შინ, „დიეგო მარადონაზე”.
„კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” მწვრთნელის ტრადიციული პრეს-კონფერენცია არ გაიმართება. კლუბის განცხადების თანახმად ამის მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა. რუდი გარსიას ახალ მოსაზრებებს იტალიელი გულშემატკივრები მატჩის შემდეგ მოისმენენ.