იტალიური „უდინეზე“, მოსკოვის „დინამოს“ მცველ საბა საზონოვის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს სთავაზობს.

Sport-Express-ის ცნობით, ფეხბურთელით ზაგრების „დინამოც“ არის დაინტერესებული.

11 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიონმა“ 21 წლის ფეხბურთელი მოითხოვა.

საზონოვი „დინამოში“ 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მცველმა ლურჯ-თეთრების ძირითად შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ქართველის კონტრაქტი მოსკოვურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში, პორტალი Transfermarkt.com-ი ფეხბურთელის ღირებულებას 3 მილიონ ევროდ აფასებს.