ივა გელაშვილის ტრანსფერი სერია B-ს კლუბ „სპეციაში“ იტალიურმა კლუბმა ოფიციალურდ დონეზე დაადასტურა.
„სპეცია“ გასულ სეზონში სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ იქ ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. გუნდის მთავარი მწვრთნელია მასიმილიანო ალვინი, ვინც წინა ჩემპიონატში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წვრთნიდა.
22 წლის გელაშვილი ბოლოს თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა, მას პრაღის „სპარტის“ სკოლა აქვს გავლილი, იყო ამ გუნდის 19-წლამდელთა წევრი.
იტალიურ კლუბში ის ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ ლიგურიის საპორტო ქალაქის კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება 1+3 სისტემით.