საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
მასპინძლეთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მიქაუტძემ შედეგიანი თამაში გამო სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა whoscored-მა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,9 დაუწერა და გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.