იაპონიის კუნძულ ოკინავაზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ „ოკინავა არენაზე“ კაბო ვერდესთან 26 აგვისტოს ჩაატარებენ. მანამდე, კი 22 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ავსტრალიის ნაკრების (რომლის შემადგენლობაში NBA-ის არაერთი წარმომადგენელია) წინააღმდეგ ჩაატარა და ხუთი ქულით 81:86 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთლებმა 33:51 წააგეს. მეორე ნახევარი ზუროსის გაწვრთნილებმა უკეთესად ჩაატარეს, გამარჯვების შანსიც გაუჩნდათ, თუმცა, საბოლოოდ მაინც ავსტრალიამ მოიგო – 86:81.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე გახლდათ, რომლის მონაგარი 20 ქულა და 6 მოხსნაა.

საქართველო-ავსტრალია 81:86

საქართველო: ანდრონიკაშვილი (2 ქულა, 6 პასი, 2 მოხსნა), ბითაძე (20ქ, 6მ), ჯინჭარაძე (3მ), მამუკელაშვილი (8ქ, 8მ, 2პ), მაკფადენი (11ქ, 2პ), სანაძე (14ქ, 3მ), შენგელია (18ქ, 6პ, 3მ), შერმადინი (6ქ, 5მ), ცინცაძე (2ქ).