Gabri Veiga of Spain fights for the ball with Becir Omeragic of Switzerland during the UEFA Under-21 Euro 2023 Quarter-finals match between Spain and...გაბრი ვეიგას „სელტადან” „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი საქმე ჩანდა, მაგრამ წუხელ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეფერხდა. ტრანსფერებში გარკვეულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომ „სქაი სპორტს” უთხრა:

„დღევანდელმა საღამომ შიშები გააჩინა. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტიღა დარჩა, „აძურის” რუდი გარსიას გუნდის დაკომპლექტება კი ჯერ არ დაუსრულებია. „პარტენოპეელთა” მთავარი სამიზნე 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგაა, მაგრამ მის თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერდა”.

ვეიგამ ამ ზაფხულს თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ბათუმში გამართულ ფინალშიც ითამაშა ინგლისელების წინააღმდეგ. ის შეხვედრა ინგლისმა მოიგო 1:0.

დი მარცომ განაგრძო: „პარასკევ საღამოს კლუბებმა საერთო ენა გამონახეს, მაგრამ ეს იყო ზეპირი შეთანხმება, რომელსაც გაფორმება სჭირდებოდა. „სელტამ” შეიტყო, რომ „ნაპოლი” სიტყვიერი შეთანხმების დარღვევას აპირებდა და მოლაპარაკებები შეწყვიტა. „ნაპოლის” კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ მომენტისთვის ვეიგა ესპანეთშია და ელოდება, რომ მისი საქმე გაირკვევა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. დიდწილად გაირკვევა შედგება ტრანსფერი თუ არა”.