Pontus Almqvist of US Lecce celebrates his first goal in the Serie A TIM match between US Lecce v SS Lazio at Stadio Via del Mare on August 20, 2023...სერია A-ს პირველ ტურში ყურადღება მიიპყრო „ლაციოს” მარცხმა ლეჩეში — 1:2. რომაელებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს, გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, 85-ე და 87-ე წუთებზე, „ლეჩემ” ორი გოლი შეაგდო და გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ „ლაციოს” „ლეჩესთან” გასულ სეზონშიც ცუდი შედეგი ჰქონდა: ერთი შეხვედრა წააგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. გამოდის, რომ „ბიანკოჩელესტიმ” „ჯალოროსისთან” ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ რომაელთა გაწბილებულმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თქვა: „მეორე ტაიმში ჩვენს მცველებს იმიტომ გაუჭირდათ, რომ მეტოქეს წინააღმდეგობას მარტო ისინი უწევდნენ. დანარჩენი 6 კაცი თავს არ იცავდა. ასეთი რამ მიუღებელია. რასაკვირველია, შეიძლება წააგო, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელიც მეორე ტაიმში ვნახეთ, მიუღებელია.

ახლაც იგივე უნდა გავიმეორო, რაც „ლეჩესთან” თამაშის მერე გასულ სეზონში ვთქვი. მატჩის მსვლელობისას პროგრესი არ გვქონია. მეორე ტაიმში გვეგონა, რომ წარმატებას იოლად მივაღწევდით. რეალურად კი გამოვიდა, რომ შესვენების შემდეგ ჩვენ რამდენიმე ეპიზოდი შევქმენით, თამაშით კი მათ ითამაშეს. როდესაც შეცდომას იმეორებ, ეს უკვე პრობლემაა.

გრძელი სკამით თუ ვარ კმაყოფილი? დრო გვაჩვენებს. ზაფხულში ყველა ფეხბურთელი ძლიერია. შემდეგ იწყება ჩემპიონატი და ირკვევა, რომ ზოგი მართლა მაგარია, ზოგი კი არა. ასე რომ, რამდენიმე თვეში ვნახავთ ჩვენი გუნდი ხარისხითაც ისეთივე მოსაწონია, როგორც რაოდენობით თუ არა”.

კალენდარი

„მე ვინმეს რაიმე ბოროტ განზრახვაში არ ვდებ ბრალს, მაგრამ ციფრები თავისას ამბობს: 0,20% შემთხვევითობაა, 99,8% კი არ არის შემთხვევითი. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანმა, ვინც კალენდრის შემდგენი პროგრამა დაწერა, მეტისმეტად არასწორი რამ გააკეთა. ჩვენი კალენდარი შემთხვევითი არჩევანის შედეგი არ არის, ის ადამიანის შეცდომის შედეგია”.