No description available.ნიკა კაჭარავა კარიერას ლიეტუვის „პანევეჟისში“ გააგრძელებს – ამის შესახენ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს:

„საფეხბურთო კლუბმა „პანევეჟისმა“ გადამწყვეტი ბრძოლების წინ თავისი შემტევი რიგები ნიკა კაჭარავათი გააძლიერა. 29 წლის ფორვარდი გუნდს უკვე შეუერთდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა გაგრძელების პერსპექტივით“.

კაჭარავას კარიერის მანძილზე სხვადასხვა კლუბებში უთამაშია, ის ადრეულ ასაკში ორ რუსულ კლუბს, ყაზანის „რუბინსა“ და „როსტოვს“ ეკუთვნოდა, საიდანაც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და ცოტა ხანი ცხინვალის „სპარტაკში“ ითამაშა.

ამის შემდეგ მან იჯარით ბერძნულ „ეთნიკოსსა“ და პოლონურ „კორონაში“ ითამაშა. 2017/18 წლების სეზონში სწორედ „კორონაში“ მას „პანევეჟისის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ჯინო ლეტიერი წვრთნიდა.

მოგვიანებით ქართველი კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში, ფამაგუსტის „ანორთოსისში“ გადავიდა, საიდანაც იჯარით პოლონურ „ლეხში“ გაუშვეს.

ევროპული კლუბების შემდეგ კაჭარავამ ძალები სამხრეთკორეული „ჯეონამ დრაგონსში“ მოსინჯა, მაგრამ იქიდან მალე წამოვიდა და მისი ბოლო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კაჭარავამ 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

“გუნდს აქვს დიდი ამბიციები და იბრძვის ტიტულისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ჩემი ყოფილი მწვრთნელი მუშაობს, ვინც აქ ჩემს მოყვანაში დიდი როლი შეასრულა,“ – თქვა ქართველმა ფორვარდმა ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

წილი
წინა სტატიაკარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი
შემდეგი სტატიაჟორჟი ფრანგულ სიმბოლურში…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...