შეიძლება იყოს 4 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები გამოსახულება
ბათუმი – სამტრედია 1:1. ჯოვინო ფლამარიონი ჩქარობდა, მაგრამ მეორე გოლის გასატანად დრო აღარ იყო…

22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით.

ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა 98-ე წუთზე გაათანაბრა…

სტადიონი თითქმის ცარიელი გახლდათ, „მეკობრეები“ პირობას ასრულებდნენ და სანამ გეგუჩაძე გუნდში იქნებოდა, სტადიონზე მისვლას არ აპირებდნენ. ცხადია, ასე დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდებოდა.

ერთი კია, გეგუჩაძის წასვლით „ბათუმში“ერთი წარმატებული პერიოდი დამთავრდა. 58 წლის სპეციალისტი ზღვისპირულ კლუბს 2018 წლის იანვრიდან წვრთნიდა, კონტრაქტი კი კლუბთან 2024 წლის ბოლომდე აკავშირებდა. 2021 წელს მისი ხელმძღვანელობით „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

„დინამომ“ „სამგურალი“ არ დაინდო, 5:2 დაამარცხა და ცხრილში ადგილი გაუცვალა. ახლა 40-ქულიანი „დინამო“ მესამე პოზიციაზე დგას, „სამგურალი“ – მეოთხეზე.

ჰეთ-თრიქი შეასრულა დინამოელთა სერბმა ზორან მარუშიჩმა. თითოც ულად-ომარ იმრანმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. სხვათა შორის, ნიდერლანდელმა ბოლო ორ შეხვედრაში ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ჯამში 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერ ფლამარიონს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ მე-7 წუთზე სტუმარმა ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.

„სამგურალს’’ საზაფხულო პაუზა ნამდვილად არ მოუხდა. გიორგი ჭელიძის შეგირდებმა მიჯრით მეორე თამაში წააგეს. მანამდე კი „გაგრასთან“ ფრედ დაასრულეს შეხვედრა.

დინამო – სამგურალი 5:2. ზორან მარუშიჩმა წყალტუბოელებს სამჯერ გაუტანა

„ტორპედოს“ კი შოტლანდიური ხელი დაეტყო. სტივ კინის შეგირდებმა ამჯერად „გაგრას“ 4:1 მოუგეს, საერთოდ კი ეს ქუთათურთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ. დუბლი მიითვალა ფორმააღდგენილმა გიორგი არაბიძემ.

მიჯრით ესამედ იმარჯვა მოყოჩაღებულმა „თელავმა.“ ამჯერად კახელებმა თბილისში, ილია კოკაიას სახელობის ბაზაზე „შუქურას“ 0:2 სძლიეს და ფლეი-აუტის ზონას ნელ-ნელა სცილდებიან. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრა თელაველებმა სტუმრად მოიგეს. მერე მათმა დამრიგებელმა, გიორგი მიქაძემ თქვა:  ძალიან რთული თამაში გამოვიდა. წინ და წინ მივდივათ, ვნახოთ რა იქნებაო.

„დილა“ კი „საბურთალოს“ ესტუმრა, აგებდა, მაგრამ ალექსანდრე ანდრონიკაშვილისა და მიშიკო სარდალიშვილის გოლების წყალობით თამაში შემოატრიალა, 2:1 გაიმარჯვა. ასე მიულოცეს დაბადების დღე მთავარ მწვრთნელ ანდრი დემჩენკოს , რომელიც 20 აგვისტოს 47 წლის მოიყარა.

საზაფხულო პაუზის შემდეგ, ეს პირველი სრული ტური გახლდათ.

დინამო 5:2 სამგურალი

1:0 იმრანი (3), 2:0 მარუშიჩი (13), 2:1 კაგაიამა (42), 2:2 ნიკა ხორხელი (61), 3:2 სხირტლაძე (72), 4:2, 5:2 მარუშიჩი (74, 90+1)

ბათუმი 1:1 სამტრედია

0:1 ხაიბულაევი (70), 1:1 ფლამარიონი (90+8)

გაძევება: ხაიბულაევი (90+9)

შუქურა 0:2 თელავი   თბილისში

0:1 მენიხი (4), 0:2 მორჩილაძე (58)

ტორპედო 4:1 გაგრა

1:0 არაბიძე (18 პენ), 2:0 ბუღრიძე (44), 2:1 კლაუდინეი (49), 3:1 არაბიძე (66), 4:1 ფანცულაია (88 პენ)

გაძევება: ნოზაძე (63) – გაგრა

საბურთალო 1:2 დილა

1:0 სილა (10), 1:1 ანდრონიკაშვილი (32), 1:2 სარდალიშვილი (82)

1.     

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად-ომარ იმრანი (დინამო) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო) – 11, ტიერი გეილი (დილა), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 10