გია გეგუჩაძემ „ბათუმიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გეგუჩაძემ „სამტრედიასთან“ (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, გადაწყვეტილება ფეხბურთელებს გასახდელში აცნობა. გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. ბათუმელი გულშემატკივარი გეგუჩაძის გაშვებას ევროსარბიელზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ითხოვდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მწვრთნელი სეზონის ბოლომდე დატოვა და განაცხადა, რომ თუ ჩემპიონები გახდებოდნენ, გეგუჩაძის მუშაობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლებოდა.
WORLDSPORT.GE
საპასუხოდ, ზღვისპირელთა გულშემატკივართა კლუბმა „შავი ზღვის მეკობრეებმა“ განცხადება გაავრცელეს – თუ გეგუჩაძე მწვრთნელის პოსტს არ დატოვებდა, ისინი გუნდის მატჩებს აღარ დაესწრებოდნენ. ასეც მოხდა – ბოლო ორ მატჩს ქომაგები არ ესწრებოდნენ. ახლა გეგუჩაძე წავიდა, იმედია გულშემატკივრები ტრიბუნას დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძე „ბათუმს“ 2018 წლის შემდეგ წვრთნიდა. 5 წლის მანძილზე მისი მონაგარი მხოლოდ ერთი ჩემპიონობა (2021) და ერთი სუპერთასია (2022).