იაპონიის კუნძული ოკინავა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარეობს. ეს კუნძული ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები იქ უნდა ჩაატაროს. თუმცა, ასევე საინტერესო ყოფილა სინოპტიკოსებისთვისაც. განსაკუთრებით, ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში ძალიან ხშირად იცის ტაიფუნი. ჰოდა, ერთს ახლა ვარაუდობენ.
არადა, საქართველოს ნაკრები იაპონიაში ჩავიდა და ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალ პანლილიომ განცხადება გააკეთა, რომ ოკინავას ნაცვლად მატჩები ფილიპინებში ჩატარდებაო.
ოკინავაში კი, ორმა ჯგუფმა უნდა ითამაშოს: E ჯგუფში გერმანიამ, ფინეთმა, ავსტრალიამა და მასპინძელი იაპონია; F ჯგუფში – სლოვენიამ, კაბო-ვერდემ, საქართველომა და ვენესუელამ.
რომელ ქალაქში და ქვეყანაში ითამაშებს საბოლოოდ საქართველოს ნაკრები, ჯერ კიდევ გაურკვეველია…