მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის მეკარის, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი ელოდება, რომ მეკარე უფრო ადრე დაუბრუნდება ვარჯიშს საერთი ჯგუფში, ვიდრე ფიქრობდნენ.
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ველით, რომ ნოიერი გუნდურ ვარჯიშს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება. ის, რაც „მანუს“ შესრულებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, შთამბეჭდავი იყო. ვიმედოვნებთ, ვარჯიშს უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს,“ – ციტირებს „ბაიერნის“ პრესსამსახური ტუხელის სიტყვებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ სხვა მეკარეს ეძებს, ითქვა „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის დამატების თაობაზეც.