17 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „კოლომიეს“ ,მატჩით სტარტს აიღებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის რეგულარული სეზონი. პრო D2 სწორედ ის ტურნირია, სადაც ქართველ ლეგიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მათ შორის ბორჯრალოსნებიც არიან. ამდენად, ეს ტურნირი ქართული რაგბის ქომაგების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს.

მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა რაოდენობა ამ ლიგის კლუბებში მართლაც შთამბეჭდავია. უბრალოდ ჩამოვთვლით პრო დ2-ში მოთამაშე ქართველებს, რომლებიც ლევან მაისაშვილმა საფრანგეთში წასაყვანად დაიგულა და ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ლიგა ქართული რაგბისთვის.

ორიაკელი კვაჭი ლუკა ნიორაძე, ნევერელი მეორეახაზელები ლაშა ჯაიანი და ლადო ჩაჩანიძე, ბიარიცელი მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია,  მისი მონტობანელი თანარგოლელი ოთარ გიორგაძე, ორი 9 ნომერი – ბრიველი ვასილ ლობჟანიძე და კიდევ ერთი ორიაკელი მიხეილ ალანია, კიდევ ერთი მონტობანელი – მგეზავი თედო აბჟანდაძე – კომპანია მართლაც წარმომადგენლობითია. ჩვენი ნაკრების ლიდერთა ნახევარი აქ ითამაშებს საფრანგეთის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, დანარჩენები კი სეზონს 17 აგვისტოს დაიწყებენ. ჯამში – 46 ქართველი მორაგბეა კლუბთა განაცხადებში! წარმატებები ყველას!

აქვე გთავაზობთ 2023/24 წლების პრო დ2-ის სეზონის ქართველი მონაწილეების სრულ ჩამონათვალს კლუბების მიხედვით:

ორიაკი (10): გიორგი ქართველიშვილი, ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე, ბასა ხონელიძე, ალექსანდრე ბურდული, ბექა შვანგირაძე, ნიკოლოზ საყვარელიძე, მიხეილ ალანია, პეტრე ხუციშვილი, დაჩი პაპუნაშვილი.

ბეზიე (1): გიორგი ახალაძე.

ბიარიცი (4): ლაშა ტაბიძე, გიორგი ნუცუბიძე, ლუკა მაჭარაშვილი, თორნიკე ჯალაღონია.

ბრივი (3): ვახტანგ აბდალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი შველიძე.

გრენობლი (5): ლუკა გოგინავა, ირაკლი აფციაური, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ჯავახია, გუგა ღანიაშვილი.

მონტობანი (4): მირიან ბურდული, ბადრი ალხაზაშვილი, ოთარ გიორგაძე, თედო აბჟანდაძე.

ნევერი (8): ილია კაიკაციშვილი, თორნიკე მატარაძე, ლაშა ფხაკაძე, ლუკა უნგიაძე, ლაშა ჯაიანი, ლადო ჩაჩანიძე, რატი ზაზაძე, ნიკოლა რაგოევი.

პროვანს (3): დავით გველესიანი, დავით გვიდიანი, გიგი ქურხული.

ანგულემი (2): ომარ ოდიშვილი, ირაკლი ცხადაძე.

რუანი (3): სოსო ბეკოშვილი, ლუკა აზარიაშვილი, ხვიჩა ცოფურაშვილი.

ვალანს რომანი (2): ჯემალ შათირიშვილი, იოანე იაშაღაშვილი.