25 აგვისტოდან სტარტს აიღებს კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები.
ქართველი კალათბურთელები პირველ მატჩს 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
4. რატი ანდრონიკაშვილი
5. სანდრო მამუკელაშვილი
6. კახაბერ ჯინჭარაძე
7. ლუკა ლიკლიკაძე
8. გიორგი ცინცაძე
9. გიორგი შერმადინი
10. დუდა სანაძე
11. გიორგი ტურძილაძე
17. მიხეილ ბერიშვილი
23. თორნიკე შენგელია (კაპ)
25. თადეუშ მაკფადენი
35. გოგა ბითაძე
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები იაპონიაში ითამაშებს. შეხვედრები განრიგი ასეთია:
26 აგვისტო, 12:00 – კაბო ვერდე – საქართველო
28 აგვისტო 15:30 – საქართველო – სლოვენია
30 აგვისტო 12:00 – საქართველო – ვენესუელა