პსჟ-ის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატუ სანშეშმა, „რომასთან“ საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იტალიურ კლუბს სეზონის ბოლოს მისი სავალდებულო გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში გადავედი. პროექტმა მომხიბლა, ვფიქრობ, „რომაში“ თამაში ჩემთვის იდეალური არჩევანია.
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა იგრძნოს. მათგან ეს პირველ დღესვე მივიღე, მივხვდი, რომ ეს ბიჭები შეყვარებულები არიან გუნდზე. ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო „რომასთვის“ და გუნდთან ერთად გავიმარჯვო,“ – ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აგვისტოს, „რომამ“ პსჟ-ის კიდევ ერთ ნახევარმცველთან, არგენტინელ ლეანდრო პარედესთან გააფორმა კონტრაქტი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
