მარიო რუის მომავალი გადაწყდა: პორტუგალიელი „ნაპოლიში” რჩება. პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოაქვეყნა სტანდარტული ტვიტი, სადაც დაწერა, რომ 32 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

ერთი კვირის წინ ფეხბურთელის აგენტი მარიო ჯიუფრედი ამბობდა, რომ დე ლაურენტისი მის კლიენტს არ აფასებს და მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ერთი წლითაც კი არ უნდა, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი თავის მხრივ მზად არის ხელფასი შეუმცირდეს.

დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც ჩანს მხარეები ორმხრივ მისაღებ პირობებზე შეთანხმდნენ და გამოცდილი ფეხბურთელი რუდი გარსიას გუნდში რჩება.

Mario Rui, l'agente: "Vuole restare al Napoli ma con la giusta offerta..."