ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად? იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტექნიკურად რთულია. როდესაც სპალეტიმ „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა და გადაწყვიტა გუნდიდან გამარჯვებული წასულიყო, „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხელი მოაწერინა, რომ თუ რომელიმე სხვა გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, 3 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა.
რა მოხდება თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს „სკუადრა აძურა” „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს ჩააბაროს? რასაკვირველია არსებობს მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი. მთავარია ორივე მხარეს გაუჩნდეს თანამშრომლობის სურვილი და ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნება.
ცხადია, ნაკრების თავკაცობის კანდიდატი მარტო სპალეტი არ არის. მანჩინის შემცვლელად ანტონიო კონტეს კანდიდატურაც განიხილება. სავარაუდოდ, დაასახელებენ სხვა გვარ-სახელებსაც.