ამჯერად ყველაფერი თანხმდება — ვიქტორ ოსიმენი და „ნაპოლი” ხელშეკრულების განახლებასთან ერთ ნაბიჯში არიან. რომაული „კორიერე დელო სპორტის” ცნობით გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი „პარტენოპეელებთან” 2026 წლის ზაფხულამდე ითანამშრომლებს, ხელფასი კი მნიშვნელოვნად გაეზრდება — სეზონში 10 მილიონ ევროს გადაუხდიან. კონტრაქტში შეიტანენ გამოსყიდვის პუნქტსაც. ერთადერთი, რაც სადღეისოდ შეთანხმებას აკლია, ოფიციალური სახის მიცემაა და ესეც ერთ-ორ დღეში მოხდება.

„კორიერე დწლო სპორტი” წერს, რომ შეთანხმებას ფეხბურთელის აგენტ რობერტო კალენდასა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის ათი შეხვედრა დასჭირდა. ნეაპოლელი გულშემატკივრის გასახარად ნიგერიელი ფორვარდის საუდის არაბეთში გადასვლა გამოირიცხა. „ნაპოლი” და რუდი გარსია „სკუდეტოს” იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელთან ერთად დაიცავენ, თუმცა ზემოთ ხსენებული გამოსყიდვის პუნქტის გამო, დიდი ალბათობით, ოსიმენის თემა გაისად ზაფხულშიც გააქტიურდება.

გამოსასყიდ თანხად ჩაიწერება 150 მილიონი ევრო, მაგრამ არის ქვეპუნქტიც: იტალიური კლუბებისთვის მისი მოქმედება ძალაში ერთი წლის შემდეგ შევა.