Harry Kane makes his Bayern Munich debut but misses out on the German Super  Cup trophy | AP Newsმიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა, გერმანულ გრანდში გადასვლის თაობაზე ისაუბრა

„მთელი ცხოვრება ინგლისში, პრემიერლიგაში გავატარე. ახლა ახალი გამოწვევის ჯერია. ბუნდესლიგაში რამდენიმე შესანიშნავი გუნდია. „ბაიერნისგან“ ყველა ჩემპიონობას ელის, მაგრამ მეტოქეებიც უმჯობესდებიან, თუნდაც „ლაიფციგთან“ თამაში გავიხსენოთ (გასულ შაბათს „ლაიფციგმა“ გერმანიის სუპერთასის მატჩში „ბაიერნს“ 3:0 მოუგო).

გადასვლის გადაწყვეტილება რთული იყო. 19 წელი გავატარე „ტოტენჰემში“, ეს კლუბი ჩემი გულის ნაწილია. ვგრძნობდი, რომ ახლა წასვლის შესაფერისი დროა. ტიტულების მოგება მწყურია.

ვნანობ, რომ სხვა ლიგებში თამაში არ ვცადე. თომას ტუხელმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს არჩევანში. ჩვენ მივიღეთ საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ჯერ კიდევ შორია. ძალიან კარგია, რომ ის „უემბლიზე“ გაიმართება. რა თქმა უნდა, ბაიერნში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადავედი,“ – წერს სოციალურ ქსელში ჰარი კეინი.