No description available.მინხენის „ბაიერნმა“ ჰარი კეინი ოფიციალურად წარადგინა – ინგლისის ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის ხანგრძლივი პროცესი 11 აგვისტოს ფეხბურთლთან ოთხწლიანი კონტრაქტის (2027 წლის 30 ივნისამდე) გაფორმებით დასრულდა. ჰარი კეინი ბაიერნში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი დებიუტი, სავარაუდოდ, 12 აგვისტოსვე, გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგთნ“ მატჩში შედგება.

ჰერბერტ ჰაინერი („ბაიერნის“ პრეზიდენტი): კეთილი იყოს შენი მობრძანება მიუნხენში ჰარი! მოხარული ვართ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენმა კლუბმა მაღალი დონის ფეხბურთელის შეიძინა – ჩემი კომპლიმენტი ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, შეუპოვრად ცდილობდა გარიგების წარმატებით დაგვირგვინებას. ჰარი კეინი არა მარტო „ბაიერნს“ გააძლიერებს, მისი აქ ყოფნა ბუნდესლიგისთვისაც დიდი აქტივი იქნება.

იან-კრისტიან დრიზენი („ბაიერნის“ გენერალური დირექტორი): „ბედნიერბი ვართ, რომ ამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჰარი კეინი ჩვენთან არის და მომდევნი წლებში ჩვენი გუნდის მაისურას ატარებს. ის თავიდანვე ჩვენი ოცნების ფეხბურთელი იყო, თავისი თვისებებით იდეალურად მიესადაგება „ბაიერნის“ ფილოსოფიას.

ჰარი კეინი: ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი – „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი შესაძლებლობები ყველაზე მაღალ დონეზე გამომეცადა. „ბაიერნი“ მსოფლიოში გამორჩეული კლუბია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას.“