Harry Kane: Trophies, trailblazer and Tuchel? Or Spurs, Shearer, Son and  settling down?ჰარი კეინის „ბაიერნში“ გადასვლის სატრანსფერო საგა, როგორც ჩანს, დასასრულისკენ მიდის. „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ბუნდესლიგის ჩემპიონი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის. ახლა საბოლოო სიტყვა თავად 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა უნდა თქვას – დარჩება „ტოტენჰემში“ თუ კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კეინს სურდა, ყველაფერი პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გარკვეულიყო. ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „ტოტენჰემს“ 13 აგვისტოს „ბრენტფორდთან“ აქვს.

კეინი 58 გოლით – ინგლისის ნაკრების, ხოლო 280 გოლით „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში კი 213 გოლით, მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება, რომელსაც 260 გოლი აქვს.

დიდი ალბათობით, ჰარი კეინი საბოლოო გადაწყვეტილებას 13 აგვისტომდე გამოაცხადებს.

წილი
წინა სტატიაკაიუსტე მეორე ანგისა იქნება
შემდეგი სტატიაადმირამ პარკაძე წარადგინა…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...