ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის გუნდმა, „ადმირა ვაკერმა“ ქართველი ლეგიონერი ლუკა პარკაძე ოფიციალურად წარადგინა. პარკაძე ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა და მისი ტრანსფერი გერმანულ გრანდს ეკუთვნის, რომელმაც ქართველი შემტევი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონი იჯარით ავსტრიაში გაუშვა.

„აღფრთოვანებულნი ვართ ლუკა პარკაძის შესაძლებლობებით, განსაკუთრებით მისი შემტევი თვისებებებით. ის დიდი ტალანტია, ასე რომ არ იყოს, „ბაიერნი“ მასთან კონტრაქტს არ გააფორმებდა.

ეს საიჯარო ხელშეკრულება ჩვენთვის სასარგებლო იქნება, გვჯერა, რომ პარკაძე ახალ სეზონში ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს“, – განაცხადა „ადმირს“ სპორტულმა დრექტორმა პეტერ შტიოგერმა და იქვე მადლობას გადაუხადა მიუნხენის „ბაიერნს“, რადგან მათ ნდობა გამოუცხადეს და მიიჩნიეს, რომ „ადმირაში“ თამაში პარკაძეს წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარება.

ლუკამ უკვე მიიღო ავსტრიაში თამაშის უფლება და მისი დებიუტი შესაძლოა, უახლოეს ტურში შედგეს – 11 აგვისტო „ადმირა“ შინ „ჰორნს“ ეთამაშება, შეხვედრა 20:10 საათზე დაიწყება.

No description available.

წილი
წინა სტატიადარჩა კეინის თანხმობა…
შემდეგი სტატიამამარდაშვილი რეალის სამიზნეში…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...