თბილისის „დინამოს“ აკადემია რეგიონებში სკოლების გახსნას აგრძელებს და ამჯერად მესტიაში ავიდა. პროექტის მიზანი რეგიონებში ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა. „დინამოს“ აკადემია უკვე 21 რეგიონს მოიცავს, პერსპექტივაში კი, სკოლების ყველა მუნიციპალიტეტში გახსნაა.

სვანეთში „დინამოს“ ასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 5-წლიან მემორანდუმს, რომლის მხარდამჭერი ონლაინ მაღაზია isurve.ge არის, ხელი „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელმა ლევან გვანცელაძემ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოაწერეს. მემორანდუმი მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაფორმდა და ბევრი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო დათო ტურაშვილიც. მემორანდუმის გაფორმება გაჯერებული იყო ადგილობრივი ანსამბლის სიმღერებითა და ცეკვით, რაც ბოლოში ვაჟა აზარაშვილის ცნობილი „დინამო“, „დინამოთი“ დასრულდა.

პირველივე ვარჯიშზე 40-მდე ბავშვი გამოცხადდა. ერთი მათგანი სოფელ ცხუმარიდან დადის, რომელიც მესტიიდან 13 კილომეტრით არის დაშორებული. მწვრთნელად აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, წარმოშობით მესტიელი გიორგი გოშთელიანი დაინიშნა, რომელიც 22 წლის არის და სამწვრთნელო საქმიანობას პარალელურად სწავლობს. ცოდნის შევსებაში ხელს „დინამოც“ უწყობს. პროექტის მენეჯერი გია ისიანია, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში „დინამოს“ კოორდინატორი კი, თენგიზ კაცია იქნება.

მესტიაში ფეხბურთს არამარტო ბავშვებში, არამედ მშობლებში დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, „დინამოს“ ინიციატივას ფეხი აუწყონ, რათა მომავალმა თაობამ სწორი მიმართულებით იარონ. პროექტის მენეჯერის, გია ისიანის თქმით, ის ვალდებულებები, რაც „დინამომ“ საკუთარ თავზე აიღო, პირნათლად შესრულდება და ამის წინაპირობა ნამდვილად არის. „დინამომ“ მესტიაში პირველადი საჭიროების ინვენტარი უკვე ჩაიტანა, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება„სვანეთში პირველი საფეხბურთო სკოლაა და ეს „დინამოს“ აკადემიის დამსახურებაა. „დინამო“ თითქმის 100-წლიანი ისტორიის გუნდია. დიდი ბრენდის, დიდი ისტორიის გუნდის შემოსვლა მესტიასა და სვანეთში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას გარდა, ჩვენ ბავშვებს სწორი მიმართულებით წაიყვანს და განვითარების საშუალებას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო დინამოს ხელმძღვანელობს, ასევე იმ ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც დღეს აქ იყვნენ, მომავალშიც შემოგვიერდებიან“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„დინამომ“ ეს პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო და ახლა ვიმყოფებით მესტიაში, სადაც საფეხბურთო კუთხით ძალიან სავავალო მდგომარეობა იყო. რეალურად ინფრასტურუქტურა ბოლო პერიოდში თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ ამ ყველაფერს სწორი მიმართულება და სისტემაში მოქცევა აკლდა. ეს გულისხმობს ჯგუფების დაკომპლექტებას, სელექციასა და მწვრთნელების გადამზადებას. ეს პროექტიც სწორად ამას ემსახურება. პლუს ქართული ფეხბურთისთვის მასობრიობის გაზრდას, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას და მათ დაოსტატებას“, – თქვა ლევან გვანცელაძემ.

„პირველ რიგში მოულოდნელი იყო ბავშვების ასეთი დონით ჩართულობა. აქედან გამომდინარე ჩანს დამოკიდებულება, როგორ ხვდება აქაური ბავშვები დინამოს ამ პროგრამას. ჩემთვის პირადად, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ საკუთარ ქალაქსა და რეგიონს იმ საქმეში დავეხმარო, რასაც თავად 5 წლის ასაკიდან ვაკეთებ.. იმ ცოდნის და რასაც მომავალში შევიძენ მშობლიურ კუთხეში მოტანა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ჩემი აზრით ეს პროექტი ყველა რეგიონში უნდა იყოს, რათა ნიჭი არ დაიკარგოს“, – ამბობს გიორგი გოშთელიანი.

შეიძლება იყოს 8 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება