RAI - Arm wrestling between Osimhen and De Laurentiis: renewal offered at 10 million. If he goes to Arabia, there is Davidარაბული სირენები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის. მრავალმილიონიანი კონტრაქტები მხოლოდ კარიერის ბოლოში გასულ ფეხბურთელებს არ ხიბლავთ, ის საუკეთესო წლებში მყოფ ტოპ-მოთამაშეებსაც აცდუნებს. ამჯერად ვიქტორ ოსიმენზე მოგახსენებთ, რომელიც დე ლაურენტისმა ერთი თვის წინ თითქოს მიახრახნა თავის კლუბს, როდესაც თქვა, რომ 200 მილიონ ევროზე ნაკლებ შემოთავაზებას ყურსაც არ დაუგდებდა. ამ თანხაზე კი ერთი ევროპული კლუბიც ვერ დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ მას საუდის არაბეთში ეძახიან.

არსებობს რაიმე შეთანხმება? თუკი დე ლაურენტისი ოსიმენს წელიწადში 7 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს, ესე იგი მაქსიმუმ 10 მილიონზე შეუძლია დაფიქრდეს. „ალ ჰილალი” კი მაგიდაზე დებს ხელზე 40 მილიონიან კონტრაქტს. და ამასობაში ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა, სადაც soccernet.ng-მ დაწერა, რომ „ნაპოლის” 9 ნომერი და არაბული კლუბი უკვე შეთანხმდნენ. ოსიმენს „აძურისადმი” არანაირი პრეტენზია არ აქვს, არჩევანი მხოლოდ ეკონომიკურია.

დე ლაურენტისის პოზიცია. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოსიმენი არაბებს მათთან გადაბარგებას მტკიცედ დაპირდა, დე ლაურენტისს მაგიდაზე შთამბეჭდავი წინადადება დასჭირდება. ეს უნდა იყოს წინადადება, რომელიც „ნაპოლის” პრეზიდენტს სერიოზულ ნაბიჯს გადაადგმევინებს. ის რასაკვირველია ვერსად გაექცევა საკუთარ ნათქვამს „დუეჩენტინოს” (ორასი მილიონის) შესახებ. იგი თავად ამბობდა, რომ ამ თანხად გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს შეელეოდა.

მდგომარეობას ძალიან ართულებს ის გარემოებაც, რომ ახლა ოსიმენის მსგავსი ფიგურის გაყიდვის დრო არ არის. აგვისტოს მიწურულს, ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ მისი სრულყოფილი შემცვლელის მოძებნა ხომ ურთულესი ამოცანაა. ამიტომ, დღეისათვის დე ლაურენტისისგან არას თქმა ყველაზე სავარაუდო ნაბიჯია.

calciomercato