„გაძეტა დელო სპორტმა” „ნაპოლის” პოლონელი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის შესახებ დაწერა, რომ საუდელთა კლუბის „ალ აჰლის” წარმომადგენლები იტალიაში ჩაფრინდნენ, რათა დაძლიონ ნეაპოლელთა წინააღმდეგობა და თავად ფეხბურთელს დიდძალი ფულით აურიონ თავგზა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჟელინსკი „აძურისთან” ხელშეკრულების განახლებასა და, ოღონდ „მარადონაზე” ეთამაშა, წლიური ხელფასის (3,5 მილიონი ევრო) შემცირებაზეც კი იყო ყაბულს.

მილანური გაზეთი წერს, რომ ნახევარმცველის წარმომადგენლებმა კლუბთან რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს და ყველაფერი შეათანხმეს. ერთადერთი, რაც მათ მიერ შედგენილ კონტრაქტს აკლია, ხელმოწერაა.

ამასობაში კი, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. ჟელინსკიმ „აუგსბურგთან” შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. ირკვევა, რომ არაბები პოლონელს დაჟინებით სთხოვენ მათთან ჩასვლას. calcionapoli24 წერს, რომ „ალ აჰლის” ბოლო წინადადება სამწლიანი თანამშრომლობა, წელიწადში 12 მილიონი ევრო და „ნაპოლისთავის” 20 მილიონის გადახდა იყო.

შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის „ხელშეკრულება” „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისში იწურება.