„გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდი მისმა ასისტენტებმა გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს“, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალლური ვებგვერდი ავრცელებს.
გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპვა.
ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 49 მატჩი ჩაატარა 29 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 11 წააგო).
„დინამო“ ახალი მწვრთნელს უახლოეს მომავალში დანიშნავს.