მალტელთა მწვრთნელმა თამაშის მერე თქვა, დღეს დიდ გუნდს მოვუგეთო.
ალბათ დაგვცინა. უფრო სწორედ, მეტოქეს დასცინა. ფარერელებთან, ესტონელებთან, ყაზახებთან და მალტელებთან მიჯრით დამარცხებულ გუნდზე „დიდის“ თქმა, აშკარად დაცინვასავით ჟღერს.
ან, ეგებ არც დაუცინია იმ კაცს და მხოლოდ იმის თავაზიანად ხაზგასმა სურდა, კარგად ვიცი თქვენი გუნდის მშვენიერი ისტორიაო. ცხადია, იმ კაცს ვერ მოსთხოვ იცოდეს, რომ ამ „დინამოს“ „იმ“ დინამოსთან“ საერთო არაფერი აქვს.
რადგან „დინამო“ ჰქვია?
რამდენ ადამიანს ჰქვია თქვენი სახელი, მაგრამ თქვენი სეხნიები თქვენ ხომ არ ხართ? ხომ სისულელეა?
ან რომელიღაც ჯგუფმა „სარბიელი“ ვართო, რომ იძახონ, ხომ ვერ გახდებიან?
არც ეს „დინამოა“, მეგობრებო, ის „დინამო“, რომელიც შუახნის გულშემატკივრებს 13 მაისს ახსენდებათ ხოლმე, უფრო ძველი თაობის ქომაგებს კი 18 ნოემბერსაც, რაკი ის „დინამო“ უკვე დიდი ხანია ქართული სპოორტის სამუზეუმო ექსპონატად არის ქცეული.
ეს სამწუხარო ამბავია. კიდევ რამდენი „ექსპონატი“ შეგვიძლია გავიხსენოთ და არა მხოლოდ სპორტიდან.
მოკლედ, როგორც ამერიკულ ფილმებში არის ხოლმე ბოლოს მიწერილი: „ყოველგვარი მსგავსება შემთხვევითია.“
სათქმელიც მეტი არაფერია.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი01/06/2026 | 20:21მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
კატეგორიის გარეშე25/12/2025 | 17:2226 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
კატეგორიის გარეშე16/10/2025 | 22:55
