No description available.საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკულi MLS-ის კლუბ „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს, ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს, ქართველმა გარემარბმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

„ლობჟაიძეს სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდან ვესაუბრებით. ის მთელი ამ პროცესის განმავლობაში მზადყოფნას გამოხატავდა, რომ „ატლანტაში“ ეთამაშა.

მას აქვს საერთაშორისო დონეზე და ევროპის უმაღლეს ლიგებში თამაშის გამოცდილება. ასევე, უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ჩვენ მოუთმენლად ველით გუნდში, რომ ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გაიაროს“, – თქვა „ატალანტა იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტმა და მენეჯერმა, კარლოს ბოკანეგრამ.

აქვე გეტყვით, რომ 17 სექტემბერს „ატლანტა იუნაიტედი“ „ინტერ მაიამის“ ეთამაშება, სადაც ცოტა ხნის წინ ლიონელ მესი გადავიდა…

წილი
წინა სტატიანაპოლის უფერული ამხანაგური
შემდეგი სტატიაგერმანიაც შინ…
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.