პირველი აგვისტოსთვის ჯერ კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელია უგუნდოდ. superdeporte წერს, რომ ესპანურ ფეხბურთში შექმნილი დელიკატური ფინანსური მდგომარეობის გამო ლა ლიგის ბევრი გუნდი შეეცდება თავისუფალი აგენტების აყვანით გავიდეს ფონს. ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც წამყვან ევროპულ ლიგებში წარმატებით თამაშის შემდეგ, ცდილობენ კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ ადგილი.

Adama Traore of Wolverhampton Wanderers in action during the Premier League match between Arsenal FC and Wolverhampton Wanderers at Emirates Stadium...
ადამა ტრაორე

დაიჩი კამადა — 26 წლის; იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში „ფრანკფურტის” შემადგენლობაში 16 გოლი გაიტანა; ღირს 27 მილიონი ევრო.

დავიდ დე ხეა — 32 წლის; ესპანელი მეკარე თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში”; ღირს 13 მილიონი ევრო.

Lucas Moura of Tottenham Hotspur during the Premier League match between Tottenham Hotspur and Brentford FC at Tottenham Hotspur Stadium on May 20,...
ლუკაშ მოურა

ადამა ტრაორე — 32 წლის; ესპანელი მარჯვენა ფლანგელი იჯარით იყო „ბარსელონაში”, მაგრამ ინგლისურ კლუბებში უფრო ეფექტურად თამაშობდა; ღირს 10 მილიონი ევრო.

ტომ დევისი — 25 წლის; ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველი იყო „ევერტონის” ამომავალი ვარსკვლავი; ღირს 9 მილიონი ევრო.

ჯესი ლინგარდი — 30 წლის; ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი; ღირს 8 მილიონი ევრო.

ეინსლი კორი მეიტლანდ-ნაილსი — 25 წლის; ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველი ან მცველი „არსენალს” ეკუთვნის, მაგრამ იჯარით სხვადასხვა გუნდებში თამაშობს; ღირს 8 მილიონი ევრო.

ალექსანდერ ოქსლეიდ-ჩემბერლენი  — 29 წლის; ინგლისელი ნახევარმცველი 2017-18 და 18-19 წლების სეზონებში იყო „ლივერპულის” საკვანძო ფიგურა; ღირს 7 მილიონი ევრო.

მანუელ ლასინი — 30 წლის; არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი გამოიჩინა „ვესტ ჰემში”; ღირს 6 მილიონი ევრო.

ალფრედო მორელოსი — 27 წლის; კოლუმბიელმა თავდამსხმელმა თავი „რეინჯერსში”გამოიჩინა; ღირს 6 მილიონი ევრო.

ლუკაშ მოურა — 30 წლის; ბრაზილიელი გარემარბი საუცხოოდ თამაშობდა „პარი სენ ჟერმენსა” და პრემიერლიგაში; ღირს 6 მილიონი ევრო.

ედენ აზარი — 32 წლის; ბელგიელი თავდამსხმელი „ჩელსის” ლეგენდაა, რომელიც „რეალში” ჩაფლავდა; ღირს 5 მილიონი ევრო.

ალექს ვიდალი — 33 წლის; ესპანელი მარჯვენაფლანგელი მეორეხარისხოვან გუნდებში გამორჩევით კარგად თამაშობდა; ღირს 1,5 მილიონი ევრო.

სერხიო რამოსი — 37 წლის; რეალის ლეგენდა; ღირს 4,5 მილიონი ევრო.

ალექსის სანჩესი — 34 წლის; ჩილელი თავდამსხმელი ბოლოს „მარსელში” თამაშობდა; ღირს 4 მილიონი ევრო.

დიეგო კოშტა — 34 წლის; ესპანელი თავდამსხმელი ბოლოს „ვულვერჰემპტონში იყო; ღირს 2 მილიონი ევრო.

დიმიტრი პაიეტი — 36 წლის; ფრანგი ნახევარმცველი ბოლოს „მარსელში” თამაშობდა; ღირს 1,8 მილიონი ევრო.

ჟოაო მოუტინიუ — 36 წლის; პორტუგალიელი ნახევარმცველი ბოლოს თამაშობდა „ვულვერჰემპტონში”; ღირს 1,5 მილიონი ევრო.

ხუან მატა — 35 წლის; ბოლოს თამაშობდა „გალათასარაიში”; ღირს 1 მილიონი ევრო.