გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„უოტფორდი“ სიხარულით ადასტურებს, რომ კლუბს „გენტიდან“ იჯარით ერთი სეზონით ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა. გარიგება ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტსაც ითვალისწინებს.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე ჩვენს გუნდში საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის – ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გიორგი!“, – წერია „უოტფორდის“ განცხადებაში.

No description available.