მარკოს ლორენტე კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფეხბურთელმა „ალ-აჰლიში“ გადასვლის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.
მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მადრიდული კლუბი ლორენტეს სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიიღებს.
2022/23 სეზონში მარკოსმა ესპანურ პრიმერა დივიზიში ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.