გუშინ „ნაპოლის” მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო 28 წლის გახდა.
როგორც „ილ მატინო” წერს, შემდეგ დაბადების დღეს ის ალბათ სხვაგან, ყველაზე დიდი ალბათობით კი ამერიკაში აღნიშნავს.
„პერტენოპეელებთან” ლოსანოს კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუდის. შაბათს, „ჰათაისფორთან” (4:0) შეხვედრაში ის იყო „აძურის” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც რუდი გარსიამ მოედანზე არ შეუშვა.
იტალიურ პრესაში ამბობენ, რომ მართალია ლოსანომ გაზაფხულზე მიღებული ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა, მაგრამ მისი სკამზე დატოვების ფაქტი მაინც მრავლისმეტყველი იყო.
გაზეთი წერს, რომ ჩაკის წარმომადგენლები კარგა ხანია „ლოს ანჯელესთან” აწარმოებენ მოლაპარაკებას. კალიფორნიის გუნდი საბოლოო შეთანხმებამდე ერთ ნაბიჯშია.
ირვინგ ლოსანოს „ნაპოლი” წელიწადში 4,5 მილიონ ევროს უხდის. ლოს ანჯელესში კი მას ოთხი წლის განმავლობაში უფრო მაღალ ხელფასს ჰპირდებიან.
მეორე მხრივ, ნეაპოლელთა პატრონისთვის აურელიო დე ლაურენტისისთვის ეს თანახა დიდი ტვირთია.