„ფიორენტინა“ კონფერენციის ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს კლუბის პრესსამსახური. „იისფერებმა“ მონაწილეთა სიაში „იუვენტუსი“ ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე უეფას გადაწყვეტილებით ევროპული შეჯიბრებიდან მოიხსნეს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, 2022 წლის დეკემბერში უეფა-ს მიერ დაწყებული გამოძიების შედეგი გახდათ. კლუბს ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს.