ზამბიის ნაკრების თავდამსხმელმა, ბარბრა ბანდამ, 2023 წლის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში კოსტა-რიკასთან გოლი გაიტანა (1:3). ეს გოლი მე-1000 გახდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ თავად ბანდასთვის ეს გოლი პირველი იყო ტურნირზე, ხოლო ზამბიელებს ამ მონდიალზე კოსტა-რიკასთან მატჩის წინ საერთოდ არ გაეტანათ – იაპონიასთან და ესპანეთთან ერთი და იმავე ანგარიშით 0:5 დამარცხდნენ.

ქალთა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1991 წელს ჩატარდა ჩინეთში. 2023 წელს ტურნირი მეცხრედ ტარდება…

Barbra Banda to play at Women's World Cup after FIFA gender ruling - Futbol  on FanNation