Lozano Naplesნეაპოლურმა საიტებმა ყურადღება გაამახვილეს ერთ გარემოებაზე: „ნაპოლის” მექსიკელმა თავდამსხმელმა ირვინგ (ჩაკი) ლოსანომ „ჰათაისფორთან” ამხანაგური შეხვედრის შემდეგ სტადიონი თავჩაქინდრულმა დატოვა. ლოსანო განაცხადში იყო, ბოლო 20 წუთის განმავლობაში მონდომებით ხურდებოდა კიდეც, მაგრამ რუდი გარსიამ მოედანზე ერთი წუთითაც არ შეიყვანა. არადა, „აძურის” ფრანგმა მწვრთნელმა ისეთი ფეხბურთელებსაც კი მისცა თავის გამოჩენის საშუალება, როგორებიც არიან ნოსა ედვარდ ებარეტინი, კარიმ ზედადკა და მიქაელ ფოლორუნშო.

ზოგი ცნობის თანახმად ლოსანოს ჯერ კიდევ აწუხებს სამი თვის წინ ნატკენი მუხლი. ის გასულ სეზონში „ფიორენტინასთან” შეხვედრაში დაშავდა, მაგრამ არის სხვა პრობლემაც: მექსიკელის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ივლისში გაუდის ანუ მან ან ახლავე უნდა გაახანგრძლივოს „ნაპოლისთან” კონტრაქტი ან სხვაგან გადავიდეს.

„ნაპოლისთვის” პრობლემაა ლოსანოს წლიური გასამრჯელოც — 4,5 მილიონი ევრო. დარჩენის შემთხვევაში დე ლაურენტისი მას ხელფასის 3 მილიონამდე შემცირებას მოსთხოვს. ამბობენ, რომ ჩაკის შეძენა „ლოს ანჯელესს” უნდა, მაგრამ ამერიკელებისგან ოფიციალური წინადადება ნეაპოლში ჯერ არ მიუღიათ.

ვინ შეიძლება შეცვალოს ლოსანო „მარადონაზე”? ვის არ ასახელებენ: „ბოლონიადან” წასულ ორსოლინის, „შახტარის” ტეტეს თუ „ლილის” ედონ ჟეგროვას.