საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება. ილიას ზუორსის გუნდმა ამხანაგური მატჩი ეგვიპტესთან გამართა.

ადრევე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, ხოლო თამაში აფრიკელებმა 81:76 მოიგეს.

ერთადერთი კიდევ ის ვიცით, რომ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – სხვა ყველა ლიდერი მოედანზე იყო.

მომდევნო მატჩი ზუროსის გუნდს ლიეტუვასთან აქვს. ბალტიისპირელებს 1 აგვისტოს ვეთამაშებით და მისი რეპორტაჟის ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებრივ არხზე გვექნება…