გუშინ „ნაპოლიმ” დიმაროში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და შინ დაბრუნდა. ორდღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები 28 ივლისს კვლავ შეიკრიბებიან და კასტელ დი სანგროს მიაშურებენ.
როგორც ავღნიშნეთ, „სპალთან” თამაშის შემდეგ დილას, ნეაპოლში გამგზავრებამდე, გუნდმა რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ივარჯიშა. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ამ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს. ის მოედნის კიდესთან იჯდა და მარცხენა ბარძაყზე ყინული ჰქონდა მიდებული. წინა დღეს, „სპალთან” შეხვედრაში, მან მთელი მეორე ტაიმი დაჰყო მოედანზე და ყველა ღონე იხმარა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.
ვერ ივარჯიშეს მარიო რუიმ და სტანისლავ ლობოტკამაც. ისინი „სპალთან” შეხვედრაში (1:1) დაშავდნენ. ლობოტკაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ პორტუგალიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს.