„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ უკრაინელ გარემარბ მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ისაუბრა.
„მუდრიკისთვის და ჯექსონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, ისევე როგორც ნკუნკუსთვის. ახლა ვეცდებით გავაუმჯობესოთ თამაში.
მუდრიკი წარმოუდგენელად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მან უნდა იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კომფორტს შევუქმნით, რათა სრულად გამოავლინოს თავისი საოცარი ნიჭი.“
შეხვედრა პენსილვანიაში (აშშ) სტადიონ „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გაიმართა და ლონდონური კლუბის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. გამარჯვებულებულთაგან თავი კრისტოფერ ნკუნკუმ, მიხაილო მუდრიკმა, კონორ გალაჰერმა და ნიკოლას ჯექსონმა გამოიჩინეს. მუდრიკმა სადებიუტო გოლი გაიტანა ლონდონურ კლუბში.