„ნაპოლისა” და „სპალის” ამხანაგური თამაშის 35-ე წუთზე (1:1) ნეაპოლელთა პორტუგალიელმა მცველმა მარიო რუიმ ხელი კუნთზე მოიკიდა და მსაჯს შეხვედრის გაჩერება სთხოვა. ორიოდ წუთში „აძურის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ რუი მატიას ოლივერათი შეცვალა.
მოგვიანებით კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია:
„სპალეთან შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ბარძაყზე შექმნილი პრობლემების გამო გუნდი იძულებული გახდა მარიო რუი შეეცვალა. მცველის მდგომარეობას რამდენიმე დღეში ექიმები ხელახლა შეისწავლიან”.
ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მარიო რუის კუნთი აქვს გაჭიმული.
პორტუგალიელი 32 წლისაა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა „ბენფიკაში”, „პარმაში”, „ემპოლიში”, „რომაში”, „ნაპოლიში” და სხვა გუნდებში.
პორტუგალიის ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.