Victor Osimhen of SSC Napoli scores the goal of 1-0 during the Serie A football match between SSC Napoli and US Sampdoria at Diego Armando Maradona...„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება კიდევ ერთი ჯილდოთი გამდიდრდეს. მოგეხსენებათ, მან გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პირადად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელისთვის განკუთვნილი პრიზები მიიღო. და აი, ნეაპოლელთა კერპი საფეხბურთო საზოგადოება 433-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეა წარდგენილი.

მას შვიდი კონკურენტი ჰყავს: „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, „ჩელსის“ ენცო ფერნანდესი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრუნო ფერნანდესი, „არსენალის“ მარტინ ოდეგორი და ბაკაიო საკა, აწ უკვე „ბარსელონას“ ილქაი გუინდოგანი და „მანჩესტერ სიტის“ ხულიან ალვარესი.

კონკურენცია დიდიდა, მაგრამ თავისთავად ამ სიაში მოხვედრა napolipiu-ს აზრით უკვე დიდი წარმატებაა.

გასულ სეზონში ნაჩვენები დიდებული ფეხბურთის წყალობით, ნიგერიელი თავდამსხმელი რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტში მოექცა. დაირხა ხმები, რომ ის „ნაპოლიდან“ წასვლას აპირებს, თუმცა „პარტენოპეელთა“ მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ცდას არ აკლებს, რომ ფორვარდი გუნდში დატოვოს. სავარაუდოდ, გაფორმდება კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ოსიმენი „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

433-ის გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ. გამოკითხვა ონლაინ ტარდება.