დიმაროს შემდეგ „ნაპოლი” კასტელ დი სანგროს მიაშურებს. სეზონისწინა მომზადების პირველ ცხრა დღეს რუდი გარსია მიზნად ფეხბურთელების გაცნობასა და ფიზიკურ მომზადებას ისახავდა. კასტელ დი სანგროში კი გუნდი უფრო ტაქტიკურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ფრანგი მწვრთნელი შეეცდება თავისი იდეები მოთამაშეებს ავტომატიზმამდე დაახვეწინოს. ვარჯიშის გარდა „ნაპოლი” რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს.
„პარტენოპეელები” კასტელ დი სანგროში 28 ივლისიდან 12 აგვისტომდე დაჰყოფენ. გთავაზობთ, გუნდის ამხანაგური შეხვედრების განრიგს:
ნაპოლი-ჰათაიასფორი 29.07.23; ნაპოლი-ჟირონა 02.07.23; ნაპოლი-აუგსბურგი 06.08.23 და ნაპოლი-აპოლონ ლიმასოლი 11.08.23.
ოთხივე შეხვედრა საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
