საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის მიმართ ინტერესს სერია A-ს რამდენიმე გუნდი იჩენს. ადრე დაიწერა, რომ მას „უდინეზე“ და „სასუოლო“ აკვირდება. ახლა კი იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა, შესაძლოა, დებიუტანტ „ფროსინონეში“ გადავიდეს, სადაც უკვე თამაშობს გიორგი კვერნაძე.
როგორც ირკვევა, იტალიური კლუბის დირექტორი გვიდო ანჯელოცი მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული და 21 წლის ქართველის თაობაზე მოსკოვის „დინამოსთვის“ ოფიციალური შეთავაზებას ამზადებს.
საზონოვი ახლახან დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სამმა გამოცემამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.