„ნაპოლი” ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. გუნდის ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას ზამბო ანგისას დასახმარებლად ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე სჭირდება. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი მალელი ლასანა კულიბალი გახლავთ.
კულიბალი 27 წლისაა. ის 2021 წლიდან „სალერნიტანაში” თამაშობს. „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ ჯერჯერობით ნეაპოლელები ფეხბურთელს ან მის კლუბს არ დაკავშირებიან, მაგრამ მოთამაშის პროფაილი საინტერესოა.
calcionapoli1926 წერს, რომ „პარტენოპეელები” უახლოეს დღეებში ან საათებში გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა „სალერნიტანასთვის” ოფიციალური წერილით მიმართვა.
ლასანა კულიბალი 183 სანტიმეტრია. „სალერნიტანამდე” ის თამაშობდა „ბასტიასა” და „ანჟეში”, საიდანაც იჯარით იყო გაშვებული „რეინჯერსსა” და „სერკლ ბრიუგეში”.