„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა მატეო პოლიტანომ დიმაროში, საწვრთნელ ბაზაზე, „სქაი სპორტის” კორესპონდენტს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა.
„მინდა ახალ სეზონში შარშანდელზე მეტი ვითამაშო, მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და მეტი გოლი გავიტანო, — თქვა 29 წლის რომაელმა და დასძინა, — ჩემი სურვილების შესახებ აგენტს ველაპარაკე და კლუბს ის გადასცემს. შემდეგ გამოჩნდება მე და კლუბის ხელმძღვანელები ერთნაირად ვფიქრობთ თუ არა”.
პოლიტანოს ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შესახებაც ჰკითხეს. გარემარბმა უპასუხა:
„ის ნამდვილი ჩემპიონია, რაც გასულ სეზონში დაამტკიცა, მაგრამ „ნაპოლიში” მისი კალიბრის კიდევ ორი-სამი კაცია. ოსიმენს ახალ სეზონში შარშანდელის გამეორება გაუჭირდება”.