დიმაროში „ნაპოლი” სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, იტალიურმა საიტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ „აძურის” ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა. ნიგერიელს ლეგიონერთა მცირე ჯგუფის მსგავსად, ძირითად ბირთვთან შედარებით რამდენიმე დღით მეტი დასვენების უფლება მისცეს.
იმავე დღეს, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. სანამ ისინი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელის მომავალზე მსჯელობდნენ, ნიგერიელს ასობით გულშემატკივარმა გულითადი შეხვედრა მოუწყო.
SportMediaset-მა კი დე ლაურენტისის და კალენდას შეხვედრის შესახებ ასე დაწერა: „ოსიმენის მხარეს აინტერესებდა არა მხოლოდ ხელფასი, არამედ ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება „ნაპოლი” მომავალ სეზონში. ვინ უნდა შეცვალოს ფეხბურთელები, რომლებმაც დატოვეს კლუბი ან ჯერ კიდევ დატოვებენ მას. საუბარი დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. დეტალები არ გახმაურებულა”.
calcionapoli24 და რამდენიმე სხვა პორტალი ოსიმენის ჩასვლის გარდა იმაზეც წერენ, რომ შეკრების მეოთხე დღეს რუდი გარიას გუნდს ფაქტობრივად სრულად შეივსო. დიმაროში ჩავიდა ხვიჩა კვარაცხელია და ყველა ლეგიონერი, ვინც აქამდე არ იყო. ახლა იტალიის ჩემპიონი მთელი ძალით შეუდგება ვარჯიშს.