მიუნხენის „ბაიერნმა“ სამხრეთკორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – ამის შესახებ გერმანიის ჩემპიონმა ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გაავრცელა.
გერმანელებმა კიმთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმეს, სამხრეთკორეელი ახალ გუნდში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იან-კრისტიან დრიზენი („ბაიერნის“ გენერალური დირექტრი): მოხარული ვართ კიმთან კონტრაქტის გაფორმებით. მან გასულ წელს „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო, დასახელდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველად. ჩვენი ყურადღება თავისი ფიზიკური მონაცემებით, სისწრაფითა და მენტალიტეტით მიპყრო, მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება წარამტებით დასრულდა და კიმი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს“.
კიმ მინ-ჯაე: „ბაიერნში“ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. მოუთმენლად ველი ახალი სეზონისა და ახალი თავგადასავლების დაწყებას, რომელიც ამ კლუბში მელოდება. მოლაპარაკების დაწყებისთანავე მაგრძობინეს, რაოდენ საჭირო ფეხბურთელი ვიყავი მათთვის. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ვითამაშო და ბევრი ტიტული მოვიპოვიო „ბაიერნთან“ ერთად.